Tuesday, September 15, 2015

                                                      ადამიანი და ბუნება
ადამიანი და ბუნება
სუფთა ჰაერი და ანკარა წყალი, მზის სხივები და ყვავილების არომატიც, მსუბუქი სიო და დილის ნამი, ფრინველთა გალობა და მობიბინე ბალახი - ეს ის ძაფებია, რომლებიც ადამიანს ბუნებასთან, გარე სამყაროსთან აკავშირებს. ყოველივე ამის გარეშე შეუძლებელია ახალი ენერგიით ავსება. სამყარო ჩვენ გარშემო საოცრად შეიცვალა; ბაღებისა და სკვერების ნაცვლად ყველგან ავტოსადგომებია; ბუნების წიაღიდან ადამიანი მრავალსართულიანი შენობების ტყვეობაში აღმოჩნდა; ქიმიური წარმოების ნარჩენები პირდაპირ მდინარეებში ჩაედინება... ჩვენ კი რატომღაც გვიკვირს, რატომ აღარ არის ადამიანი დღეს ისეთი ჯანმრთელი, როგორიც თუნდაც გასულ საუკუნეში იყო.
ეკოლოგიური ფაქტორები
კაცობრიობას დედამიწაზე ბუნებისა და მისი კომპინენტებისგან იზოლირებული არსებობა არ შეუძლია. ადამიანზე ბუნება მუდმივად მოქმედებს 5 ძირითადი ფაქტორით. ესენია:
  • კლიმატური;
  • მინერალური;
  • წყლისა;
  • მიწისა;
  • ბიოლოგიური.
ადამიანის საარსებო გარემო არაცოცხალი და ცოცხალი ბუნების, მცენარეებისა და ცხოველებისგან შედგება. თითოეული მათგანი თავისებურ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებასა და არსებობაზე, ჯანმრთელობისთვის ზოგს სიკეთე, ზოგს კი ზიანი მოაქვს. ეკოსისტემის შემადგენელ კომპონენტებს ეკოლოგიური ფაქტორები ეწოდება. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ აბიოტურ, ბიოტურ და ანთროპოგენურ ეკოლოგიურ ფაქტორებს. აბიოტურია არაცოცხალი ბუნების ის ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მოქმედებს ადამიანის ორ­განიზმზე. ესენია ჰაერი, წყალი, ნია­დაგი. ბიოტურია სიცოცხლის ყველა ფორმა, რომლებიც მოქმედებენ ერთმანეთზე: მცენარეები, ცხოველები, მიკროორგანიზმები. ანთროპოგენურია ადამიანის საქმიანობის ყოველგვარი შედეგი, რომელიც ცვლის ბუნებას როგორც საარსებო გარემოს და ამასთან უშუალო გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე. 


მაგრამ ბევრი ამას ყურადღებას არ აქცევ ეს მაშინ დავამტკიცე როდესაც RUSTAVI 2 იყო ქუთაისში ჩამოსული. ბევრი ხალხი ესწრებოდა ამ კონცერტს, თითქოს ყველაფერი კარგად იყო სანამ კონცერტი არ დასრულდა, როდესაც ხალხით გავსებული ულამაზესი პარკი დაიცალა საშინელი სურათი ვნახე და მე გადავწყვიტე ეს ყველაფერი გადამეღო და ამით მეთქვა...
ვიზრუნოთ ბუნებაზე რათა ბუნებამ იზრუნოს ჩვენზე







         
  

Sunday, April 5, 2015

ცხოვრების ჯანსაღი წესი, უპირველესად, სწორ კვებას გულისხმობს. დაბალანსებული კვების რეჟიმი ადამიანს მრავალი დაავადებისგან იცავს. თანამედროვე საქართველოში,ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, სიმსუქნე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სერიოზული პრობლემაა. ამის მიზეზი დიდწილად მაღალ კალორიული სამზარეულო და არასწორი კვებაა. მძიმე წონიანთა რაოდენობის პირდაპირპროპორციულად იზრდება „დიეტაზე მყოფ“ ადამიანთა რიცხვიც. სიმსუქნე მხოლოდ გარეგნული დის კომფორტი არ არის,ის არაერთ დაავადებას იწვევს. ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს თვითნებური დიეტებიც.  ჩვენი სხეული ყოველ დღე განიცდის დიდ სტრესებს, ხოლო ამ სტრესების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სწორი კვება და ვარჯიში.10 პროდუქტი, რომელსაც გამხდარი ადამიანები მიირთმევენ
10 პროდუქტი, რომელსაც გამხდარი ადამიანები მიირთმევენ
მაინც რას ჭამენ გამხდარი ადამიანები, რის საშუალებით ინარჩუნებენ ოპტიმალურ წონასა და სხეულის ლამაზ ფორმებს? - წარმატებულ დიეტოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ შევადგინეთ 10 სასარგებლო პროდუქტის სია, რომლებიც სასურველია, ჩართოთ ყოველდღიურ რაციონში, თუ წონის მატება არ გსურთ. ამასთან, გაფრთხილებთ, რომ ზოგიერთის პოზიციამ ნამდვილად გაგვაოცა. არტიშოკი

ყველას სმენია, როგორი აუცილებელია ორგანიზმისთვის პრობიოტიკები - სასარგებლო ბაქტერიები, რომლებსაც იოგურტი და ზოგიერთი სხვა პროდუქტი შეიცავს. ისინი არეგულირებენ საჭმლის მონელებასა და მეტაბოლიზმს ორგანიზმში. მაგრამ არანაკლებ სასარგებლოა პრებიოტიკები, რომლითაც მდიდარია არტიშოკი. პრებიოტიკები - ესაა საკვების კომპონენტები, რომლებიც ვერ გადამუშავდება და ვერ აითვისება კუჭის მიერ, სამაგიეროდ, ფერმენტაციას გადის ნაწლავებში და აუმჯობესებს მათ მუშაობას. ამგვარად, პრებიოტიკებით მდიდარი საკვები დიდხანს იძლევა ნაყროვანების შეგრძნებას. ამას გარდა პრებიოტიკები ასრულებენ პრობიოტიკებისთვის ანუ სასარგებლო ბაქტერიებისთვის ერთგვარი "საკვების" როლს და ინრჩუნებენ ნაწლავის მიკროფლორას ოპტიმალურ მდგომარეობაში.

GEMRIELIA

შოკოლადი

ჟღერს ზედმეტად კარგად იმისთვის, რომ სიმართლე იყოს? გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანები, ვინც ყოველ დღე იღებს ამ გემრიელ და ტკბილ პროდუქტს, იმაზე გამხდრები არიან, ვიდრე ისინი, ვინც მას მხოლოდ დღესასწაულებზე მიირთმევს. მეცნიერები ამ ფაქტს ასე ხსნიან: თუ თქვენ სისტემატიურად უკრძალავთ საკუთარ თავს რამე გემრიელობას, ქვეცნობიერად იწყებთ მისი კომპენსირებისთვის სხვა გზების ძიებას. შედეგად, თქვენ მიირთმევთ ბანალურად უზომოდ: ხილს, პურს, გარნირს და იღებთ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე გჭირდებათ. უკეთესია, ყოველდღიურ მენიუში ჩართოთ შოკოლადის ფილის მესამედი, ოღონდ ნამდვილი შოკოლადი: თხილის, ქიშმიშისა და არომატიზატორების გარეშე.

GEMRIELIA

ისპანახი

იმ უნიკალური თვისების გამო, რომ ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები და ტოქსინები, ფრანგებმა ამ მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს ”ორგანიზმის ცოცხი” უწოდეს. ამასთან, ისპანახი მდიდარია რკინით, რომელიც აუცილებელია უჯრედების ჟანგბადით უზრუნველყოფისთვის. დიეტოლოგები გვირჩეენ შევაზავოთ ის ლიმონის წვენით, რათა უკეთ მოხდეს ორგანიზმის მიერ რკინის ათვისება. 

GEMRIELIA

კვერცხი

კვების სპეციალისტები ამტკიცებენ: მოხარშული კვერცხი საუზმეზე - დღის საუკეთესო დასაწყისია. ფიტნეს-ინსტრუქტორები კი ამატებენ: კვერცხი საუკეთესო და ყველაზე სწორი პროდუქტია ვარჯიშის შემდეგ. ცილა, რომელსაც ქათმის კვერცხი შეიცავს, არაფრით ჩამოუვარდება ხორცისა და რძის ცილას და მას კარგად ითვისებს ორგანიზმი. მთავარია, დღეში 2 კვერცხზე მეტი არ შეჭამოთ, თუ არ გსურთ ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში.

GEMRIELIA

პიკული

მწნილები ნამდვილი ხსნაა მათთვის, ვინც ვერ ძლებს, რომ პირი რამით არ ჩაიტკბარუნოს ვაშმამდე ან ვახშმის შემდეგ. ამ შემთხვევაში პიკული უფრო სასურველი პროდუქტია, ვიდრე ჩიპსი, თხილი, კრეკერი ან რამე სხვა ნუგბარი, რადგან ბოსტნეულის მწნილი გაცილებით ნაკლებ კალორიას შეცავს, ვიდრე სხვა ამგვარი სასუსნავი.

GEMRIELIA

ავოკადო

ეს ნაყოფი ამინომჟავა L-კარინიტინის ბუნებრივი წყაროა. ის ხელს უწყობს ცხიმის წვას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. ის ასევე ასტიმულირებს ენერგიის გამომუშავებას კუნთების უჯრედებში.

GEMRIELIA

ჟოლო
ეს დესერტის საუკეთესო ალტერნატივაა. სხვა ხილისა და კენკრისგან განსხვავებით ის მცირე დოზით შეიცავს შაქარს. ჟოლოს 85% წყლისგან შედგება და მდიდარია უჯრედისით.

GEMRIELIA

ბროკოლი

ამ პროდუქტს "სუპერფუდის" თვისებებს მიაწერენ. ის აფერხებს მრავალი დაავადების განვითარებას და იცავს ორგანიზმს სტრესისგან. დიეტოლოგები გიჟდებიან ბროკოლზე იმ ძვირფასი შემადგენლობის გამო, რაც ვიტამინებისა და მინერალების სიმდიდრეში გამოიხატება. ბროკოლი გამოირჩევა მიზერული კალორიულობით - მხოლოდ 30 კკალ 100 გ
პროდუქტზე. კომბოსტოს ამ სახეობის ჭამა უმჯობესია უმად, შეგიძლიათ მიირთვათ ორთქლზე მომზადებულიც, გემოს გასაუმჯობესებლად კი მოაწუროთ ლიმონი.

GEMRIELIA

წითელი თევზი

ხორცთან შედარებით უკეთესია ამინომჟავებისა და მინერალების შემადგენლობით. ამასთან, ის იოლად გადასამუშავებელი და ასათვისებელია ორგანიზმის მიერ. ასე რომ, თუ გაქვთ არჩევანი - მიირთვათ ვახშმად ძროხის ხორცის სტეიკი თუ თევზის ნაჭერი, არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერეთ.

GEMRIELIA

წყალი

ჩვენ არ დავიღლებით იმის შეხსენებით, რომ ადამიანმა დღეში სულ მცირე 1,5-2 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს. დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთს წყურვილი შიმშილში ერევა, ამიტომ შემდეგ ჯერზე, როცა თქვენ იგრძნობთ უსიამოვნო სიცარიელეს მუცელში, სცადეთ დასაწყისისთვის დალიოთ ჭიქა ცივი წყალი.

GEMRIELIA

Friday, April 3, 2015

                                                  ცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს:




ჯანსაღი ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კვება, რადგან კვებაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე, როდესაც ადამიანი იკვებება მის ორგანიზმში მიმდინარეობს ძალიან ბევრი სასიცოცხლო პროცესი. ამ პროცესის დროს გამოიყოფა სწორედ ის ენერგია და ვიტამინები რომელიც ადამიანს სჭირდება, ხოლო ამ ენერგიას ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ადამიანმა ყოველ დღე სხვადასხვა საკვები უნდა მიირთვას რადგან ყველაფერი რაც ამ საკვებით შეგვიძლია მივიღოთ ჩვენს ორგანიზმს ძალიან სჭირდება. ყველაზე დიდი უპირატესობა მაინც ბოსტნეულს ენიჭება რადგან ის არ შეიცავს ცხიმებს რომელიც ადამიანს წონის მომატებაში ეხმარება.
ხანდახან აუცილებელია ადამიანმა დაიცვას დიეტა და იკვებოს სწორად, ივარჯიშოს  რადგან ეს ყველაპერი მის სიცოცხლეს ეხმარე ამიტომ უნდა დავივიწყოთ ბევრი გემრიელი რამ და ვიზრუნოთ ჩვენს ორგანიზმზე რათა გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე .

რაც შეეხება ალკოჰოლს ყველაზე საშინელი რამაა, რადგან ის ასუსტებს ადამიანს რომელიც არც თუ ისე ხშირრად მოიხმარს, ხოლო ვინც ალკოჰოლიკია მისი საბოლოო განაჩენი არის სიკვდილი, ამიტომ უნდა ვუფრთხილდეთ ალკოჰოლს და დავლიოთ სუფთა ნატურალური წვენები რომელიც აუცილებელიც კი არის ჩვენი ორგანიზმისთვის.

Thursday, April 2, 2015

ჯანსაღი ცხოვრების წესი არის,ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რადგან ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე. საქართველოში დაახლოებით ხალხის 45% არ ზრუნავს თავიანთ სიცოცხლეზე, აქედან 38% თამბაქოს მოიხმარ ხოლო დანარჩენი 7% სხვა საშიშ ნივთიერებებს როგორიცაა „ნარკოტიკი, მარიხუანა და კოკაინი“ ამ ყველაფრის გამოყენება ყოვლად შეუძლებელია რადგან საშინლად ვნებს ჩვენს ორგანიზმს. მე როგორც მოზარდი მაქვს ჩემი ცხოვრების წესი, ამიტომ ავირჩიე ცხოვრების ჯანსაღი წესი. თავსაც კარგად ვგრძნობ და ჩემს გვერდით მყოფ საზოგადოებასაც არ ვაყენებ ზიანს.                    

თამბაქოს შემცველობა: როგორც ვხედავთ თამბაქო შეიცავს უამრავ საშიშ ნივთიერებებს რომლებიც შემდეგ მომხმარებლის ორგანიზმში გადადის და აზიანებს მას, 
პირველ რიგში ზიანდება ფილტვები რადგან ეს ნივთიერებები პირველად ფილტვებში ხვდება შემდეგ კი სხვა ორგანიზმებში გადადის და ტვინამდეც აღწევს. ასევე თამბაქოს მოხმარება იწვევს გულის უამრავ დაავადებას კანის ნაადრევად დაბერებას ამიტომ ნუ მოიხმარ თამბაქოს!

დღეში ერთი ღერი თამბაქოს მოხმარება უდრის მთელი დგე, 36 მანქანის გამონაბოლქვის შესუნთქვას 
იზრუნეთ თქვენს ორგანიზმზე და თქვენს სიცოცხლეზე
  
მაგრამ მარტო თამბაქო როდი აზიანებს ორგანიზმს, თამბაქოზე კიდევ უფრო უარესი არის ნარკოტიკი მარიხუანა და სხვა ნითიერებები რომლებიც იწვევს ჰალუცინაციებს, ბევრ მომხმარებელს თვიც მოუკლავს რადგან ის ვერ აკონტროლებდა თვის თავს და მისი ეს ნაბიჯი საბედისწერო გამოდგა 

ამიტომ ნუ მოიხმართ ამ ნივთიერებებს და ყველას მოვუწოდებ გავერთიანდეთ რადგან ერთად დავამარცხოთ ეს საშინელება