სუფთა ჰაერი და ანკარა წყალი, მზის სხივები და ყვავილების არომატიც, მსუბუქი სიო და დილის ნამი, ფრინველთა გალობა და მობიბინე ბალახი - ეს ის ძაფებია, რომლებიც ადამიანს ბუნებასთან, გარე სამყაროსთან აკავშირებს. ყოველივე ამის გარეშე შეუძლებელია ახალი ენერგიით ავსება. სამყარო ჩვენ გარშემო საოცრად შეიცვალა; ბაღებისა და სკვერების ნაცვლად ყველგან ავტოსადგომებია; ბუნების წიაღიდან ადამიანი მრავალსართულიანი შენობების ტყვეობაში აღმოჩნდა; ქიმიური წარმოების ნარჩენები პირდაპირ მდინარეებში ჩაედინება... ჩვენ კი რატომღაც გვიკვირს, რატომ აღარ არის ადამიანი დღეს ისეთი ჯანმრთელი, როგორიც თუნდაც გასულ საუკუნეში იყო.
ეკოლოგიური ფაქტორები
კაცობრიობას დედამიწაზე ბუნებისა და მისი კომპინენტებისგან იზოლირებული არსებობა არ შეუძლია. ადამიანზე ბუნება მუდმივად მოქმედებს 5 ძირითადი ფაქტორით. ესენია:
კაცობრიობას დედამიწაზე ბუნებისა და მისი კომპინენტებისგან იზოლირებული არსებობა არ შეუძლია. ადამიანზე ბუნება მუდმივად მოქმედებს 5 ძირითადი ფაქტორით. ესენია:
- კლიმატური;
- მინერალური;
- წყლისა;
- მიწისა;
- ბიოლოგიური.
ადამიანის საარსებო გარემო არაცოცხალი და ცოცხალი ბუნების, მცენარეებისა და ცხოველებისგან შედგება. თითოეული მათგანი თავისებურ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებასა და არსებობაზე, ჯანმრთელობისთვის ზოგს სიკეთე, ზოგს კი ზიანი მოაქვს. ეკოსისტემის შემადგენელ კომპონენტებს ეკოლოგიური ფაქტორები ეწოდება. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ აბიოტურ, ბიოტურ და ანთროპოგენურ ეკოლოგიურ ფაქტორებს. აბიოტურია არაცოცხალი ბუნების ის ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ესენია ჰაერი, წყალი, ნიადაგი. ბიოტურია სიცოცხლის ყველა ფორმა, რომლებიც მოქმედებენ ერთმანეთზე: მცენარეები, ცხოველები, მიკროორგანიზმები. ანთროპოგენურია ადამიანის საქმიანობის ყოველგვარი შედეგი, რომელიც ცვლის ბუნებას როგორც საარსებო გარემოს და ამასთან უშუალო გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე.
მაგრამ ბევრი ამას ყურადღებას არ აქცევ ეს მაშინ დავამტკიცე როდესაც RUSTAVI 2 იყო ქუთაისში ჩამოსული. ბევრი ხალხი ესწრებოდა ამ კონცერტს, თითქოს ყველაფერი კარგად იყო სანამ კონცერტი არ დასრულდა, როდესაც ხალხით გავსებული ულამაზესი პარკი დაიცალა საშინელი სურათი ვნახე და მე გადავწყვიტე ეს ყველაფერი გადამეღო და ამით მეთქვა...
ვიზრუნოთ ბუნებაზე რათა ბუნებამ იზრუნოს ჩვენზე